"მეტრო" ოცნების ქალაქში


  „მეტრო ზრუნავს“ – საქველმოქმედო აქცია

"მეტრო ჰოლდინგში" შემავალმა კომპანიებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს ხელვაჩაურში ყოფილი 25 ბატალიონის დისლოკაციის ადგილას 

  კომპანია ,,მეტროს“ ორგანიზებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ,,ოცნების“ ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს საჩუქრები გადაეცა.

,, ეს არის საქველმოქმედო აქცია, და გვინდა ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს, რომ ისინი მარტონი არ დგანან საკუთარი პრობლემების წინაშე. შევეცადეთ განსაკუთრებით მოვფერებოდით ამ ოჯახებს, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ გვერდით დგომა. კომპანია ,,მეტრო“, მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებით სოციალურად დაუცველებს მომავალშიც დაეხმარება.“ – კომპანია მეტროს წარმომადგენელი, ნინო გოგოძე.

 

,,სიამოვნებით ჩავრთეთ ამ აქციაში, სასტუმრო ,,ინტურისტები“ ეცდება გვერდით დაუდგეს სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს. ერთმანეთის გვერდით დგომით ვფიქრობთ , გავაკეთებთ კარგ საქმეს“. – აცხადებს სასტუმრო ,,ინტურისტის“ დირექტორი, ირაკლი თავართქილაძე.

 

,,ძალიან დიდი მადლობა კომპანია ,,მეტროს“ და სასტუმრო ინტურისტების ხელმძღვანელობას, ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც თანადგომა გამოიჩინა სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად“.

 

აღასნიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა სასტუმრო ,,ინტურისტებმა“, ,,ეიფორიამ“, syi თაურმა“, საავრომობოლო კომპანია ,,მეტრომ“ და სავაჭრო ცენრმა ,,მეტრო ფორუმმა“ მიიღო.

Facebook - კომენტარები