IBF Batumi


2017 წლის 22-23 მაისს სასტუმრო „ეიფორიამ“ კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს (IBF Batumi) უმასპინძლა. ფორუმზე 14 ქვეყნიდან ჩამოსულ 800 სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, მოესმინა მსოფლიო კლასის ისეთი სპიკერებისთვის, როგორიცაა მსოფლიო მოაზროვნეთა 50-ეულის წევრი, პროფესორი მარშალ გოლდსმითი, უეფას მსაჯთა უმაღლესი ოფიცერი პიერლუიჯი კოლინა,  „პორშეს“ და „ლამბორგინის“ ექს აღმასრულებელი დირექტორი მოტივაციური სპიკერი კევინ გასკელი; რაგბის ლეგენდა, All Blacks-ის ექსკაპიტანი, Front Row Leadership -ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შონ ფიცპატრიკი; საჯარო გამოსვლების მსოფლიო ჩემპიონატის სიის ნომერ 1 სპიკერი დანანჯაია ჰეტიარაჩჩი; „ნიუ–იორკ თაიმს“–ისა და და „უოლ სთრით ჯორნალ“–ის ბესტსელერის Tribal Leadership-ის ავტორი ჯონ კინგი.

 

საერთაშორისო ბიზნესფორუმზე გამართულ ცოცხალ აუქციონზე ბურთი პიერლუიჯი კოლინას ავტოგრაფით „მეტრო ატლას ჯორჯია“-მ ათი ათას ლარად შეიძინა.

თანხა დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხა.

Facebook - კომენტარები