სააქციო საზოგადოება „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი“ საქართველოში პირველად 2010 წელს გამოჩნდა. კომპანიის პირველი საინვესტიციო ნაბიჯი, რამაც 14 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იყო თანამედროვე საერთაშორისო ავტოსადგური ბათუმში, რასაც მოჰყვა ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიცაა მაღალი დონის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „მეტრო სითი“ და 20 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული თანამედროვე ევროპული სტანდარტების სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი ფორუმი“, საქართველოში უდიდესი 415 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია“, 101 ნომრიანი სასტუმრო „მეტრო პიტა“ (სქაი თაუერი), სკოლის შენობა, მშენებარე პროექტები - სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერი“ გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ე. წ. „ფაზა 2“ - 1200 ბინიანი საცხოვრებელი ტიპის სასტუმრო აპარტამენტი.

 

    განვლილი შვიდი წლის მანძილზე კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, გაიზარდა, როგორც რაოდენობრივად, ასევე ფინანსურად. 2017 წლისთვის „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთ“-ის შვილობილი კომპანიების რიცხვი 29-მდე გაიზარდა, ხოლო კომპანიის სეწესდებო კაპიტალმა 300 მილიონი ლარი შეადგინა. უახლოეს მომავალში კაპიტალი ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწევს.

აჭარაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია სხვა ფართომასშტაბიან პროექტებსა და მიღებული  მოგების რეინვესტირებას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება საინვესტიციო არეალის გაზრდა თბილისის მიმართულებით.

   

    მრავალფეროვანია კომპანიის ბიზნეს-სპექტრი: სამშენებლო ბიზნესი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურების მშენებლობა და მართვა, ტრანსპორტირება და მგზავრთა გადაყვანა, კარგო-სერვისი (გზავნილები), ტურიზმი, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, კომერციული ფართების იჯარით გაცემა, სამშენებლო მასალების წარმოება და რეალიზაცია, კვების პროდუქტები, მედიცინა და სხვა მსხვილი თუ მცირე ბიზნესი.

სააქციო საზოგადოებისა და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა სხვადასხვა დროს მერყეობდა 1000-დან 2000-მდე ფარგლებში. პროექტების დასრულების შემდგომ ეს რიცხვი 3000-ს მიაღწევს.

           

    ქველმოქმედება, კეთილი საქმე, პრიორიტეტულია კომპანიისა და მისი დამფუძნებლისათვის. 2014-2017 წლებში კომპანიამ ოთხჯერადად, ჯამში 2 100 000 ლარის დონაცია განახორციელა სამთავრობო სოლიდარობის ფონდში - „სიკეთე გადამდებია“, რომელიც ახორციელებს ლეიკემიით დავადებული 22 წლამდე ახალგაზრდებისა და ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას. გაწეულმა ქველმოქმედებამ ფონდის მთლიანი შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი შეადგინა.

 

    კომპანია „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი“ აქტიურად ერთვება ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში.

2016 წელს „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი“ ხდება საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილი მასშტაბური პროექტის „Check in Georgia”-ს ერთ-ერთი მსხვილი სპონსორი. პროექტის მხარდასაჭერად კომპანიამ 2016 წელს 1 000 000 ლარი, ხოლო 2017 წელს 500 000 ლარი გაიღო.

   

    ბორჯომის ხეობის აღსადგენად კომპანიამ საქველმოქმოდო ფონდს 500 000 ლარი გადაურიცხა.